30/09/2024
22:46
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი არის კლასიკური „ტროას ცხენი“, ჩანერგილი: ქართლი საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ პერიოდში , - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან „პირდაპირ ემუშავება“.
„ბატონ იოსელიანთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ინფორმაციები გვაქვს მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ის არის კლასიკური ტროას ცხენი, ჩანერგილი, ერთის მხრივ ქართლი საზოგადოების მოსატყუებლად და მეორეს მხრივ უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ პერიოდში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ემუშავება ბატონ ლევან იოსელიანს. ეს არახალია და ეს არის ნამდვილად დიდი რისკი ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კახა ქემოკლიძის თქმით, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის კანდიდატად გაყვანა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იყო და ამისთვის ბევრი იბრძოლეს.
0
0