08/01/2024
20:44
სპორტი
78 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Tagespiegel ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი ფრანც ანტონ ბეკენბაუერი 1945 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი (კაისერი). ბევრის მიერ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში. ფრანცმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.
მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი პრეზიდენტი.
0
0