24/04/2024
15:36
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. პრეზიდენტმა შეწყალების ოქმი დღეს, რამდენიმე საათის წინ გამოსცა.
„რაც შეეხება განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, ჩვენ წაკითხვა ვერ მოვასწარით. დღეს ხელზე ჩავიბარეთ განაჩენი და ეგრევე პრეზიდენტის მრჩეველს ჩავაბარეთ განჩინება, დროში რომ არ გაწელილიყო რაიმე მიზეზით. რაც შეეხება განაჩენის გაწელვას, 14-დღიანი ვადა აიღო სასამართლომ, ასევე პენიტენციურმაც ფაქტობრივად გაწელა დრო, იმიტომ რომ სარეზოლუციო ნაწილი ექნებოდა და არ გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დაცვის მხარემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხელით მიგვეტანა პრეზიდენტთან, ასევე მივსულიყავი პენიტენციურში“,- აღნიშნა ადვოკატმა.
ლაზარე გრიგორიადისს გლდანის მერვე დაწესებულებასთან ახლობლები, გულშემატკივრები და მეგობრები ელოდებოდნენ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
0
0