30/05/2022
16:58
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ყოველდღიურად ჩნდება საზოგადოებაში, მას არ აღენიშნება ავადმყოფობის ან დაღლილობის ნიშნები.
“პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მას ეკრანებზე, წაიკითხოთ და მოუსმინოთ მის გამოსვლებს. არ მგონია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებმა ამ ადამიანში რაიმე სახის ავადმყოფობის ან სნეულების ნიშნები დაინახონ. ამას ვამბობ, რათა მათი სინდისი, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს, დარწმუნდეს, ვინ და როგორ გამოიყურება“, – თქვა ლავროვმა ფრანგულ ტელეარხ TF1- თან.
შეგახსენებთ, რომ მედიაში პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები რამდენჯერმე გავრცელდა.
0
0