26/08/2022
11:40
მსოფლიო
ლატვიის დედაქალაქ რიგაში საბჭოთა ეპოქის 80-მეტრიანი ობელისკი დაანგრიეს, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვების აღსანიშნავად 1985 წელს დაიდგა. ბევრი ლატვიელისთვის ობელისკი შეურაცხმყოფელია - ის მათ საბჭოთა კავშირის მიერ ათწლეულოვან მჩაგვრელ ოკუპაციას ახსენებს, რომელიც 1991 წელს დასრულდა, როდესაც ლატვიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ლატვიის პარლამენტმა „გამარჯვების პარკის ძეგლის“ დანგრევას მხარი დაუჭირა მაისში, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, როდესაც რუსული არმიის უკრაინაში შეჭრამ განგაშის ზარი გამოიწვია მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული კომუნისტური რეჟიმების გახსენება მოსახლეობისთვის კვლავ მტკივნეულია. ეთნიკური რუსები ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს შეადგენენ.
ძეგლის დანგრევას მოსკოვის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
ერთი დღით ადრე კი, სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთის ქალაქ ბჟეგში მუშებმა საბჭოთა ომის გმირებისადმი მიძღვნილი 24-ე მემორიალის დანგრევა დაიწყეს. გასულ კვირას ესტონეთის მთავრობამ რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქიდან ასევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომის გმირების საბჭოთა ძეგლის აღება.
0
0