31/08/2023
16:17
სპორტი
მკლავჭიდელმა ლევან საღინაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომლების გადაბირებასაც რუსეთის ფედერაცია გეგმავდა, უარი უთხრეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ვრცელდება.
ლევან საღინაშვილი წერს:
"პუტინს და რუსეთს ჩემი გადაბირება სურდათ. მათ უნდოდათ, რომ მათი ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი. პუტინის დავალებით, ერთ-ერთმა რუსმა წარმომადგენელმა დიდი თანხა შემომთავაზა - თუ მათი სახელით გამოვიდოდი შეჯიბრებებზე. მე მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ვუთხარი, რაც სიმართლე გითხრათ გაუკვირდათ. მე ქართველი ვარ და ბოლომდე ქართველი ვიქნები." - დაწერა საღინაშვილმა.
ანალოგიურ პოსტს წერს ცნობილი ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძეც:
"რუსებს უნდოდათ რომ მათი სახელით გამოვსულიყავი. მე ისინი მკაცრი უარით გავისტუმრე. მე დავიბადე ქართველად და ბოლომდე ამ ქვეყნის ღირსებას დავიცავ. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს." - წერს ტალახაძე.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024