21/11/2024
09:39
მსოფლიო
მას შემდეგ, რაც ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, მის მიმართ ინტერესი გაორმაგდა. წლების განმავლობაში ყვითელ მედიაში ლაშას არაერთ ცნობილ სახესთან რომანსაც მიაწერდნენ, თუმცა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მოგების შემდეგ ყველაფერს ფარდა აეხადა - საზოგადოებამ პირველად იხილა საჯაროდ მისი გულის სწორი მარიამ კეკუა. გოგონამ სპორტსმენს წარმატება, ემოციურად მიულოცა და აღნიშნულმა კადრებმა სოცქსელი მოიცვა.
ცხადია ამ ფაქტის შემდგომ, მარიამ კეკუაც ყვითელი მედიის ინტერესის ქვეშ მოექცა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა კულუარულად საუბრობენ, რომ წყვილის სიყვარულს დრომ ვერ გაუძლო. ამ ინფორმაციის ნამდვილობას კიდევ უფრო ამყარებს მათი სოციალური ქსელები, რადგან არც ერთი მათგანის გვერდებზე წყვილის საერთო ფოტოები აღარ იძებნება. მათ დაშორებაზე, ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
0
0