ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია! - ქართველმა ფალავანმა ოლიმპიელის ტიტული ღირსეულად დაიცვა
31/07/2024
20:27
სპორტი
A-
+A
ქართველი ძიუდოსტი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, პარიზის თამაშების გამარჯვებულია. მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედალი და ტიტული ღირსეულად დაიცვა.
ფინალურ შერკინებაში ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა.
მანამდე კი, ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში წარმოშობით ქართველს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილს გაფრთხილებებით აჯობა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას აქამდე მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა 30 ივლისს მოიპოვა.
0
0
419
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%