21/10/2024
13:49
მსოფლიო
ამერიკელი მომღერლის ლაიონელ რიჩის განცხადებით, მომავალ წელს, "მსოფლიოში საუკეთესო ტურისტულ ადგილებზე" კონცერტებს გამართავს. Reuters-ის ინფორმაციით, მომღერალმა, 2025 წლის გაზაფხულზე, ბრიტანული და ევროპული კონცერტების ახალი სერია დააანონსა.
"ეს საუკეთესო ტურისტული ადგილია მსოფლიოში... თუ ევროპასა და ბრიტანეთში ერთგული თაყვანისმცემლების ბაზას შექმნით, ის სიცოცხლის ბოლომდე იარსებებს. როდესაც ინგლისსა და შოტლანდიაში ან ბელგიაში ჩავდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში... თითქოს იქ ვცხოვრობ. ეს ტურნე ჩემი შვებულებაა... მოუთმენლად ველოდები... ჩემთვის განტვირთვის პერიოდია, რომ მივდივარ და დროს ვატარებ ევროპაში ყველა ჩემს მეგობართან ერთად", - განუცხადა ლაიონელ რიჩმა Reuters-ს ინტერვიუში.
გრემის ჯილდოს მფლობელი 75 წლის მომღერალი, ტურნეს სახელწოდებით Say Hello To The Hits, 31 მაისს ბელფასტში დაიწყებს და 2 აგვისტოს მადრიდში დაასრულებს. კონცერტები ასევე გაიმართება ლონდონში, დუბლინში, ამსტერდამში, პარიზში, ბერლინსა და ევროპის სხვა ქალაქებში.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024