17/12/2021
15:30
საზოგადოება
კახაძის თქმით, წამლის რეკლამა მხოლოდ ექიმებისათვის დახურულ სივრცეში უნდა იყოს.
კახაძემ ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია და არავის შეერგება“.
„მილიონ ადამიანამდეა ამ უბედურებაში ჩართული. დაახლოებით სრულიად საქართველო მადლობას ეუბნება ხელისუფალს ამ კანონის შემოტანისთვის. სრულიად საქართველოს არცერთი ბინადარი არ არის ვინც ამ კუთხით მხარდაჭერას არ გამოთქვამს ამ კანონის მიმართ. ამიტომ ნებისმიერი ოპონენტი დამარცხებულია.
ახლა რეკლამასთან დაკავშირებით, სხვისი უბედურებით ნაშოვნი ფული არამია და არავის შეერგება. სოციალური რეკლამა შეფარვითი, თითქოსდა ეს არის არაპირდაპირი რეკლამა. ყურადღების მიპყრობა ხდება, ამიტომ აქაც წააგებთ და ნუ იტყვით. გთხოვთ ყველას ერთი კოლეგიალური ორგანოს წევრები ვართ და სახელი არ შევირცხვინოთ. რაც შეეხება მეორე მხარეს, იმდენი პოტენციალი არსებობს დალოცვილებო, კარგი საქმის რეკლამა გავაკეთოთ. ნორმალური, ჯანსაღი, ცხოვრების წესის, კარგი პროდუქტების.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ჩემთვის პოზიცია ოპოზიცია ერთი ხართ ახლა, წამლის რეკლამას თავი ავარიდოთ, თვითმკურნალობა სიკვდილისკენ მიმავალ გზას ნიშნავს, ადამიანმა არ იცის როგორ სად გამოიყენოს მედიკამენტი. ეს კიდევ დიდი უბედურებაა.
ამიტომ რეკლამის შემკვეთებმა, რომლებიც კეთილშობილ აზრს უნდა ემსახურებოდეთ, გთხოვთ დაუკვირდით რა საქციელს სჩადიხართ. წამლის რეკლამა მხოლოდ ექიმებისათვის დახურულ სივრცეში და ექიმები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ გამოწვევის დროს როგორი წამალი დაუნიშნონ“, - აცხადებს კახაძე.
0
0