23/02/2023
00:20
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საწვავზე ფასების შემცირების საკითხზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული მოლოდინის გათვალისწინებით, დაახლოებით 1 თვის ვადაში ევრო-რეგულარის ფასი 2 ლარის ფარგლებში იქნება.
"ამ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინია, რომ ევრო-რეგულარის ფასი 2 ლარს უნდა ჩამოცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ყოველ კვირა იქნება ფასების გაიაფება. ჩვენი მოლოდინია რომ ამ კვირის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გაიაფდება ფასი. რატომ არა მყისიერად, მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს ეს კითხვა - იმიტომ რომ სხვადასხვა დროს შემოტანილი მარაგები სხვადასხვა ფასისაა და ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად აისახება. 1 თვის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება 2 ლარის მიდამოებში. თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გაგრძელდა და ჩვენს იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უფრო იაფი საწვავის შემოტანის, შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს ფასების კლება," - განაცხადა დავითაშვილმა.
0
0