10/10/2024
14:36
მსოფლიო
კვიპროსში პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ „მესამე ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებისთვის ფულადი სახსრების მობილიზება“.
როგორც Reuters-ი წერს, ეჭვმიტანილები, 7 მამაკაცი და 1 ქალი, სირიიდან არიან. პოლიციამ ისინი ქალაქ ლიმასოლსა და პაფოსში გადაადგილების დროს დააკავა. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილები თავდასხმებს თავად აწყობდნენ, ამიტომ პოლიციამ დაჯგუფების სახელწოდება არ დაასახელა.
"არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, რომ ეს პირები კვიპროსზე რაიმე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. ისინი მხოლოდ (დაკავშირებულნი არიან) მესამე ქვეყანაში მოქმედი კონკრეტული ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებასთან. ვიძიებთ, თანხები მოზიდული იყო თუ არა უკანონო ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობით", - განაცხადა პოლიციის სპიკერმა ქრისტოს ანდრეუმ.
0
0