17/06/2023
23:32
სპორტი
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე კვიპროსს ვერ ამარცხებს - 1:1.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, პირველი მომენტი მიქაუტაძემ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი კარს ასცდა.
ამას დაცვაში ჩვენი გუნდის შეცდომა მოჰყვა, როდესაც ჯერ მამარდაშვილმა, შემდეგ კი ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა.
საპასუხო იერიშისას კვარაცხელიამ ორჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა აღინიშნოს, მეტოქე ღრმად დაცვაში არ იყო ჩამდგარი და ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას არ ფლობდა. 27-ე წუთზე ხვიჩამ ჩინებული პასით ჩაკვეტაძე მეკარეს პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.
31-ე წუთზე კი მიქაუტაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
35-ე წუთზე კი ლოჩოშვილთან ბურთზე ბრძოლაში საჯარიმოში მოწინააღმდეგის თავდამსხმელი წაიქცა და პიტასმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
ლარნაკა. "აეკ არენა"
კვიპროსი - საქართველო
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39, პენ)
წყარო: sportall.ge
0
0