22/08/2022
15:18
მედიცინა
ზოგი კვებითი ალერგიების მქონე ადამიანები კონკრეტული საკვების მიღების შემდეგ მსუბუქ ალერგიულ რეაქციას ავლენს, ზოგი ადამიანებისთვის კი ერთი ლუკმაც კი მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს. ლაბორატორიული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ბაქტერიულ ნაერთს, ბუტირატს, რომელსაც ჯანმრთელი მიკრობიომები თვითონ წარმოქმნიან, ალერგიული რეაქციების შეჩერება შეუძლია.
ცუდი ამბავი ისაა, რომ ამ მედიკამენტის ორალურად მიღება ძალიან არასასიამოვნოა - თუმცა როგორც ჩანს ესეც მოგვარებადია. ახალ კვლევაში, მეცნიერები გვაცნობებენ, რომ მედიკამენტის მიღების უკეთესი გზაც არსებობს და მათი “პოლიმერული მიცელები” (მიცელები - შეიძლება მიცერალური წყლის სახელწოდებიდან გეცნოთ, მარტივად, მოლეკულების ერთობლიობა) თაგვებში მიწის თხილზე ალერგიასა და ანთებით რეაქციებს აფერხებს.
ნაწლავების მიკრობიომში კონკრეტული ბაქტერიები მეტაბოლიტებს (მეტაბოლიზმისთვის, გადამუშავებისთვის საჭირო ნივთიერება) აწარმოებენ, ისეთებს როგორიცაა ზემოთხსენებული ბიტურატი, და ამით სასარგებლო ბაქტერიების ზრადასა და ნაწლავების გარსის სიჯანსაღეს უზრუნველყოფენ. თუ ადამიანის მიკრობიომი მწყობრში არაა და არ გააჩნია ბიტურატის მწარმოებელი ბაქტერიები, ნაწილობრივ გადამუშავებელი საჭმელი შეიძლება ნაწლავებიდან გამოიჟონოს და იმუნური რეაქცია გამოიწვიოს, რასაც ალერგიული რეაქცია მოჰყვება.
ამ პრობლემის აღმოფხვრის ორი გზა ნაკლული ბაქტერიების ორალურად მიღება ან ფეკალური ტრანსპლანტის შეყვანაა, თუმცა კვლევაზე მომუშავე დოქტორი ჯეფრი ჰაბელი ამბობს, რომ კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ ეს გზები არასახარბიელოდ მუშაობენ.
“ასე რომ ვიფიქრეთ: რატომ არ შეგვიძლია მეტაბოლიტების - მაგალითად ბიტურატის - მედიკამენტად ქცევა? მაგრამ ბიტურატს საშინელი გემო სუნი აქვს, როგორც ძაღლის განავალს ან ამჟავებულ კარაქს, ამიტომ პაციენტები თეორიულ მედიკამენტს არ გადაყლაპავდნენ,” - განაცხადა დოქტორმა შიჯიე ჩაომ ჩიკაგოს უნივერსიტეტში კვლევის შედეგების წარდგენისას. ამასთან ერთად, პაციენტმა მისი გადაყლაპვაც რომ შეძლოს, ის იქამდე დაიშლება სანამ ქვედა ნაწლავში დანიშნულების ადგილს მიაღწევს.
ამ წინაღობის გადასალახად მკვლევრებმა ახალი მიღების სისტემა შექმნეს. მათ შეიმუშავეს პოლიმერი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბიტურატი. პოლიმერმა განიცადა ისეთი სტრუქტურული თვითფორმირება (ისე დაიგრიხა), რომ ბიტურატი მის ცენტრში მოექცა და შედეგად მისი ცუდი სუნი და გემო დამალა.
მკვლევრებმა ეს მედიკამენტი ისეთი თაგვების გადამამუშავებელ სისტემაში შეიყვანეს, რომლებსაც არაჯანსაღი ნაწლავები ჰქონდათ. როცა მოლეკულების გროვა, მიცელები ნაწლავის წვენმა დაშალა და ბიტურატიც გამოთავისუფლდა.
მკურნალობამ იმუშავა - თაგვების ნაწლავების დამცავი შრე აღდგა და მიკრობიომის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, ისეთი პეპტიდების წარმოების ზრდით, რომლებიც მავნე ბაქტერიებს კლავენ. რაც მთავარია, ბიტურატების მწარმოებელი ბაქტერიები მომრავლდნენ და ალერგიების დამამარცხებელი ბიტურატი თაგვების გადასარჩენად გამოჩნდა. მიწის თხილის მიღების შემდეგ თაგვებს სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური რეაქცია გაუქრათ.
“თერაპიის ეს სახეობა არ არის კონკრეტულ ანტიგენებზე მორგებული (ე.წ. ანტიგენ-სპეციფიური), რაც თეორიულად იმას ნიშნავს, რომ ის სხვა საკვების მიერ გამოწვეულ ალერგიებზეც იმუშავებს, ნაწლავების გაძლიერებით,” - შენიშნა დოქტორმა ჩაომ.
შემდეგი საფეხური უფრო დიდ ცხოველებზე ცდებია, ამის შემდეგ კი კლინიკური ცდები ადამიანებზე. თუ აშშ-ს საკვებისა და წამლების მარეგულირებელი ფედერალური სააგენტო (FDA) ამ წამლის ორალურ მედიკამენტს ლიცენზიას მიანიჭებს, ადამიანებს შეეძლებათ პატარა შეკვრებით იყიდონ მიცელები და მიღებისას წყალში გახსნან.
მკვლევართა გუნდი მედიკამენტის ინექციის საშუალებით შეყვანაზეც მუშაობს. როგორც მათ აღმოაჩინეს, თაგვების ორგანიზმში ამ გზით მიცერალური წამალი ლიმფურ ჯირკვლებში გროვდება და შემდეგ მთელს ორგანიზმს გადაეცემა.
წყარო: Neuroscience News
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0