23/09/2023
17:43
სპორტი
"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია აქტიურად განიხილება იტალიურ მედიაში და ამაზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ BoboTV-ის ეთერში ისაუბრეს. მათ ქართველს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
"განუახლებენ თუ არა "კვარას" კონტრაქტს? გასულ სეზონში ის შესანიშნავად თამაშობდა, დე ლაურენტისმა კი უპასუხა, რომ კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ 4 წლითაა დაკავშირებული. ეს უგუნურებაა.
მე რომ რაღაც მსგავსი შემმთხვეოდა, ასეთი რამ კი მადრიდში მოხდა, გასახდელს გადავაბრუნებდი. სკამებს მარცხნივ და მარჯვნივ გადავყრიდი და ყველაფერს დავამტვრევდი. "ნაპოლი" უნდა უმადლოდეს, რომ "კვარა" კარგი ბიჭია და მსგავსი რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ თუ იგივე გაგრძელდა, ეს ნორმალურ ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს". - აცხადებს კასანო.
ადანი: "მას დღემდე არ აქვს ადეკვტური კონტრაქტი და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორისაა, აბსურდია".
წყარო: sportall.ge
0
0