19/08/2024
10:59
სპორტი
სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონასთან" 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ Sky Sport-თან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა.
"პირველ ტაიმში მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით, მეორე ნახევარში კი ყველაფერი გაუარესდა. ასეთი თამაში მიუღებელია და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ყველა მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. აქ იმისთვის ვარ, რომ "ნაპოლის" დავეხმარო, თუმცა პრობლემები რომლებიც აქ დამხვდა, ადვილად ვერ მოგვარდება.
რაც შეეხება "კვარას", მან თავის არეში დარტყმა მიიღო და შეცვლა თავად მოითხოვა. მის მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.
ოსიმენი? მასზე კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ და არა მე. ვიქტორი განცალკევებით ვარჯიშობს. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ მაყურებელი ვარ და სიტუაციას ვაკვირდები", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს.
0
0