10/08/2024
12:24
სპორტი
ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ამის გამო არ ივარჯიშა, არ დადასტურდა – ამის შესახებ ჟურნალისტმა დარიო სარნატარომ radio marte-ს ეთერში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ხვიჩამ მარჯვენა ფეხის კუნთში დისკომფორტი იგრძნო და ამის გამო ვარჯიში ნაადრევად დაასრულა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა მომდევნო დღეებში სრული დატვირთვით განაგრძო მზადება.
„ხვიჩა კვარაცხელიას კუნთი გაეჭიმა და ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, სერიოზული არაფერია. თუმცა, დაღლილობისა და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა ის დაასვენეს და ახლა კვარა უკვე კარგად არის“, – განაცხადა Radio Marte-ს კორესპონდენტმა.
გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ კი ამტკიცებს, რომ ქართველი ლეგიონერი 10 აგვისტოს აუცილებლად იქნება მოედანზე, როდესაც „ნაპოლი“ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს იტალიის თასზე „მოდენასთან“ გამართავს – „სტადიო მარადონაზე“ შეხვედრა თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.
0
0