09/05/2023
00:37
სპორტი
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში აყვანის ინიციატორი იყო, კლუბს ტოვებს, – ინფორმაციას გამოცემა Repubblica ავრცელებს.
„იტალიის ჩემპიონის, – „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის მიაჩნია, რომ „ნაპოლიში“ მისი ეტაპი დასრულდა. მას სჯერა, რომ გუნდში თავისი მისია დაასრულა, განსაკუთრებით სკუდეტოს მოგების შემდეგ. სწორედ ამ ფაქტორმა აიძულა, რომ წასვლაზე ეფიქრა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, თავის სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის დაემშვიდობოს. ამაზე უახლესი ამბები მეტყველებს – ჯუნტოლიმ აურელიო დე ლაურენტისის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე (2024 წლის ივნისში მთავრდება) სთხოვა გათავისუფლება – საბოლოოდ, თანხმობა მიიღო და პრეზიდენტი და მენეჯერი კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ დე ლაურენტისს ჯუნტოლის შემცვლელიც უკვე შერჩეული ჰყავს. დიახ, „ნაპოლიში“ სპორტულ დირექტორად, შესაძლოა ,„ემპოლიდან“ პიეტრო აკარდი მივიდეს“, – ამტკიცებს გამოცემა La Repubblica.
0
0