კვარაცხელიას "ნაპოლი" დღეს "ლეჩეს დაუპირისპირდება - სპალეტი შემადგენლობას გადაახალისებს
07/04/2023
09:03
სპორტი
A-
+A
7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს 29-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრება.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შემადგენლობაში ოთხი ცვლილების განხორციელებას გეგმავს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წინ ლუჩანო რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალებას მისცემს.
"დიდი ალბათობით, კიმ მინ-ჯე დაისვენებს და მას ხუან ჟესუსი შეცვლის, თავის შანსს ჯაკომო რასპადორიც მიიღებს და ჯოვანი სიმეონეს ადგილს დაიკავებს, მოსალოდნელია, რომ მატჩს პირველივე წუთებიდან ელიფ ელმასი და ნტანგი ნდომბელე დაიწყებენ" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "ლაციოს" კი 16 ქულით უსწრებს.
0
0
343
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%