10/06/2023
10:38
სპორტი
Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აპირებს ვიქტორ ოსიმენი შეინარჩუნოს და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუუმჯობესოს. ამავე დროს, გამოცემა დარწმუნებით წერს, რომ ნეაპოლელთა ქართველი თავდამსხმელი ევრო 2023-ზე ითამაშებს.
„აურელიო დე ლაურენტისი აპირებს ვიქტორ ოსიმენი შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელს მიუნხენის „ბაიერნი“, მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევენ. თავად ოსიმენი „ნაპოლიდან“ წასვლას არ ჩქარობს, პირიქით, მან ეს საქმე პრეზიდენტს მიანდო. სატრანსფერო ბაზარზე ვითარება სწრაფად იცვლება და თუ „ნაპოლის“ ოსიმენის ტრანსფერში 150 მილიონ ევროს შესთავაზებენ, დე ლაურენტისს უარის თქმა გაუჭირდება, თუმცა მას ოსიმენისა და კვარაცხელიას შენარჩუნება სურს.
ქართველი ტალანტისთვის ეს დატვირთული ზაფხული იქნება, მისი ქვეყანა, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა ითამაშებს. კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მისი აგენტი მამუკა ჯუღელი მუშაობს.
„ნაპოლისთან“ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია. კონტრაქტი ახალი სეზონის დაწყებამდე გაფორმდება, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის ხელფასი 1,2 მილიონი ევროდან დაახლოებით 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგრძლივდება“, – წერს Corriere del Mezzogiorno.
0
0