21/10/2023
22:02
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „ნაპოლის“ გასვლითი მატჩის მოგებაში (3:1) დუბლით დაეხმარა. პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.
საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა, ვისთანაც სანაკრებო პაუზის დროს ჯვარი დაიწერა.
ეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კარგად გაიგეს, მაგრამ „ვერონას“ მოთამაშეები და გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და ხვიჩას საქციელი შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ რვა მატჩში უკვე სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ზედიზედ სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.
0
0