30/09/2024
12:05
საზოგადოება
ხვიჩა კვარაცხელიამ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-3 გოლი გაიტანა. მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ სტადიონზე „მონცა“ 2:0 დაამარცხა, მეორე ბურთი კი 23 წლის ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა.
ექვსი ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 13 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო ტურში კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „კომოს“ შეხვდებიან.
წარმატებული აღმოაჩნდა უქმეები გიორგი ქოჩორაშვილისთვისაც, რომელმაც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. „ლევანტემ“ საკუთარ სტადიონზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია.
სეგუნდა დივიზიონში სადებიუტო გოლი გაუტანა გიორგი წიტაიშვილმა. ქართველი ფეხბურთელის „გრანადა“ „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე თანაგუნდელები უზუნის პასით დააწინაურა.
0
0