27/06/2024
13:25
სპორტი
როგორც Reuters-ი წერს, ქართველი ფეხბურთელების თილისმამ ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩში საუკეთესოდ ითამაშა და თავისი ქვეყანა ევრო 2024-ის მერვედფინალში პორტუგალიასთან ისტორიული 2-0 მოგებით გაიყვანა.
„კვარაცხელიამ გოლი თამაშის დაწყებიდან ორ წუთში გაიტანა და ევროპის ყოფილი ჩემპიონები გააოცა, შემდეგ კი სენსაციური დრიბლინგი განახორციელა და ფეხბურთელი ოვაციების ქვეშ მოექცა. 23 წლის ფორვარდმა, რომელზეც ბევრი ქართველი გულშემატკივარი იმედებს ამყარებს, მატჩის წინ თავისი ბავშვობის კუმირთან კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშისა და მისგან მაისურის გამორთმევის ოცნებებზე ისაუბრა. „ნაპოლის“ გარემარბმა გვაჩვენა, რომ ის ახლა თავის ერთ-ერთ საფეხბურთო კერპს თითქმის გაუთანაბრდა.
კვარაცხელიას თქმით, მატჩის დაწყებამდე, ის „თავისმა კუმირმა კრიშტიანუ რონალდუმ გაამხნევა და წარმატება უსურვა“, „თუმცა პორტუგალიელი გიგანტი შესაძლოა ახლა ამას ნანობს,“ - წერს Reuters-ი.
კვარაცხელიამ, რომელსაც მისი კლუბის "ნაპოლის" გულშემატკივრები სიყვარულით "კვარადონას" უწოდებენ, საქართველოს კიდევ უფრო დიდი გამარჯვება მოუტანა. მიუხედავად პირადი შეფასებებისა, კვარაცხელია ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების წარმატება თანაგუნდელების კოლექტიური ძალისხმევის შედეგი იყო. შესაძლოა, კვარაცხელია მართალია, თუმცა მისი დამსახურება იქნება, თუ საქართველო მომდევნო მატჩში ესპანეთს დაამარცხებს,“ - წერს Reuters-ი
0
0