20/12/2024
16:30
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ ვარჯიში სწრაფად განაახლა და 21 დეკემბერს „ჯენოასთან“ სათამაშოდ, სავარაუდოდ, მზად იქნება – ინფორმაციას sky sport italia ავრცელებს.
„სასიხარულო ინფორმაციაა „ნაპოლის“ ქომაგებისთვის – „ჯენოასთან“ თამაშამდე ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს. მწვრთნელები თამაშის დღეს გადაწყვეტენ, ათამაშონ თუ არა ხვიჩა მომავალ მატჩში, – ამტკიცებს sky sport italia.
კიდევ ერთი იტალიური გამოცემა, Tuttomercatoweb-ი კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან:
„როგორც ჩანს, გაურკვევლობის პერიოდის დასრულდა და ვითარება დამშვიდდა. მხარეებს შორის კომუნიკაციის შემდეგ რეალურია, რომ ახალი კონტრაქტი გაფორმდეს და ქართველი კლუბში დარჩეს, რაც გუნდის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ახალი ხელშეკრულება 2029 წლამდეა გათვალისწინებული. კვარაცხელიას ხელფასი ექვს მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.
თანამშრომლობის გაგრძელებაზე მხარეების მზადყოფნა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალი პროექტისთვის“, – ამტკიცებს Tuttomercatoweb-ი.
0
0