03/09/2023
10:42
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში პირველად გამოჩნდა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც საკუთარ არენაზე „ლაციო“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ დაპირისპირებაში პირველი რეალური საგოლე მომენტი მე-3 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა შექმნა – მცველებს ეფექტურად გაცდა და გატანა შეეძლო, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა. 21-ე წუთზე კი მისი გასროლის შემდეგ „ლაციო“ მეკარემ გადაარჩინა.
„ნაპოლი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 30-ე წუთზე ანგარიში რომაელებმა პირველივე მწვავე შეტევით გახსნეს. ქუსლით ეფექტური დარტყმით „ლაციო“ ლუის ალბერტომ დააწინაურა, მაგრამ 33-ე წუთზე პიოტრ ზელინსკიმ წონასწორობა აღადგინა.
შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა – „ნაპოლი“ ისევ უტევდა, მაგრამ გოლი ისევ „ლაციომ“ გაიტანა. ფელიპე ანდერსონის გადაცემით დაიჩი კამადამ სტუმრები მეორედ დააწინაურა – 1:2.
66-ე წუთზე რუდი გარსიამ ქართველი შემტევი ჯაკომო რასპრადორით ჩაანაცვლა. ამის შემდეგ რომაელებმა ორჯერ გაიტანეს, მაგრამ წესების დარღვევის გამო მატია ძაკანის და მატეო გენდუზის გოლები არ ჩაითვალა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ თამაში ვერ გადაარჩინა, მატჩი1:2 დათმო, მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024