28/08/2023
00:55
სპორტი
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.
მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, პოლიტანო საჯარიმოში წააქციეს, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ VAR-მა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლოპესის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ. შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე „სასუოლოს“ ფეხბურთელს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი რასპადორიმ ვერ გამოიყენა.
61-ე წუთზე შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, მაშინვე დი ლორენცო მეკარეს პირისპირ გაიყვანა და კაპიტანმა ანგარიში ორამდე გაზარდა.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის დასაწყისიდან ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 2 სექტემბერს „ლაციოს“ უმასპინძლებს.
წყარო: sportall.ge
0
0