18/04/2023
19:06
სპორტი
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელის, იური სიომინის აზრით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას უჭირს ჩვეულად თამაში, როდესაც გვერდით ვიქტორ ოსიმენი არ ჰყავს.
"არ მგონია, რომ ხვიჩა მეტოქეთათვის ადვილად გამოსაცნობი გახდა. მე, პირიქით, მგონია, მოედანზე გამოირჩევა, კარგად თამაშობს. ხვიჩა სტაბილურად მაღალ დონეს აჩვენებს და შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს.
სხვა საქმეა, როდესაც მოედანზე ვიქტორ ოსიმენი არაა, მაშინ მისთვის თავის გამოჩენა უფრო რთულია. ისინი ერთმანეთს დაეხმარნენ. ალბათ, "ნაპოლის" მცირე ჩავარდნა აქვს. შესაძლოა, "მილანთან" მატჩმა დაადასტუროს, ასეა თუ არა ეს", - განუცხადა სიომინმა Sport24-ს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით, 22:45 საათზე, “ნაპოლი” “მილანს” საკუთარ მოედანზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური, განმეორებითი მატჩით დაუპირისპირდება.
0
0