29/07/2024
09:18
სპორტი
ალბანეთის "ეგნატიასთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. Ilmattino წერს, რომ "კვარამ" შოუ დადგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ One Football-თან კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა:
"დამღლელი ვარჯიშების შედეგად ბიჭებს ფეხები დამძიმებული ჰქონდათ, ეს ნორმალურია, მაგრამ სრულად დაიხარჯნენ და მინდა შევაქო. როგორც შეტევაში ასევე დაცვაში ინტენსიურად მოქმედებდნენ, დრიბლინგი გასაუმჯობესებელი გვაქვს, ამაზე ყოველდღე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით.
კვარაცხელია? შესანიშნავად ითამაშა, იმ ტიპის ფეხბურთი, რომლისკენაც მივისწრაფით, მას, პოლიტანოს და ნგონჟის ხარისხის ხარჯზე თავის წარმოჩენის და კიდევ უფრო სრულყოფის საშუალებას მისცემს. ამან მათ საბრძოლო განწყობა უნდა აუმაღლოს. საჭიროა გვესმოდეს, რომ ხანდახან იერიშისას სივრცეები ჩაკეტილია, აუცილებელი გასახსნელად უბურთოდ მოძრაობა, რაც დღეს გააკეთეს, რომ მეტოქესთან ერთი ერთზე დარჩენის საშუალება მიეცეთ. იმისათვის, რათა გუნდს ინდივიდუალურობა შევძინოთ, იგივე ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე და ტაქტიკის დახვეწაზე ვმუშაობთ.
ჩვენ ამ ფეხბურთელების მახასიათებლების გაფართოება შეგვიძლია. ამაზე ვიზრუნებთ. ეს პროექტის ნაწილია. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. "ბრესტთან" მომავალ სპარინგს პროგრესისთვის გამოვიყენებთ". - განაცხადა კონტემ.
0
0