28/09/2024
12:54
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა სამეულშია – მოთამაშეთა შეფასებები ანალიტრიკურმა ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-მა განაახლა.
Transfermarkt-ის მიხედვით, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე „ინტერის“ 110 მილიონად შეფასებული არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესია. მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრების და „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაოა (90 მილიონი ევრო), ხოლო 80 მილიონად შეფასებული საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელი სამეულში პირველად მოხვდა.
სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ტოპ-10 (2024-2025 წლების სეზონში)
ლაუტარო მარტინესი, ინტერი – 110 მილიონი ევრო
რაფაელ ლეაო, მილანი – 90 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია, ნეაპოლი – 80 მილიონი ევრო
ნიკოლო ბარელა, ინტერი – 80 მილიონი ევრო
ალესანდრო ბასტონი, ინტერი – 70 მილიონი ევრო
დუგლას ლუისი, იუვენტუსი – 70 მილიონი ევრო
მარკუს ტურამი, ინტერი – 65 მილიონი ევრო
დუშან ვლახოვიჩი, იუვენტუსი – 65 მილიონი ევრო
ტეო ერნანდესი, მილანი – 60 მილიონი ევრო
გლეისონ ბრემერი, იუვენტუსი – 60 მილიონი ევრო
0
0