24/10/2023
16:23
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ერთდროულად რამდენიმე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა გამოარჩია.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში ისევ გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და წარმატებული თამაშის შემდეგ მაღალი შეფასებები მიიღო. Whoscored-მა თავდაპირველი შეფასება (7,8 ქულა) გაუზარდა და საბოლოოდ 8,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მ – 8,9 ქულა.
ხვიჩა სიმბოლურ გუნდში იტალიის ჩემპიონატის vebგვერდმა, Fantacalcio-მაც დაასახელა – ამ შემთხვევაში 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში 7,5 ქულით შეაფასეს.
სამივე ვებგვერდმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩას თანაგუნდელი მატეო პოლიტანო დაასახელა, რომლის საგოლე გადაცემებითაც კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მანამდე კი თავად გაიტანა.
0
0