31/07/2023
10:19
სპორტი
"ჰათაისპორთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (4:0) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-60 წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
CalcioNapoli24 აღნიშნავს, რომ კვარაცხელია ბურთს იჭერდა, შეტევების ორგანიზატორი იყო და თავი კარგად წარმოაჩინა.
Tuttonapoli-მ ნეაპოლური გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დუბლის ავტორებს, ვიქტორ ოსიმენს (8) და ჯოვანი სიმეონეს (7.5) დაუწერა, მათ შემდეგ კი საუკეთესოდ 7 ქულით ხვიჩას თამაში მიიჩნია და ასე დაახასიათა:
"ბურთს შეხებისას ეფერება, მართალია ჯერ მაქსიმალური სისწრაფით წინ ვერ მიიწევს, მაგრამ მისი ყურება თვალს ყოველთვის ახარებს. მაგალითად, როდესაც გარე მხრიდან ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა. რა თქმა უნდა, გოლის გასატანად მიზანი ვერ გაისწორა, ორჯერ ვერ გაიტანა, თუმცა მისი კლასი ისევ იგივეა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ივლისის ბოლოა. "კვარას" ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ძერბინმა ფლანგზე რამდენიმე კარგი დრიბლინგი განახორციელა და სიმეონეს გოლი გაატანინა", წერს გამოცემა.
0
0