08/05/2023
00:02
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დროშით გამოჩნდა „სტადიო მარადონაზე“, სადაც „ნაპოლის“ მოთამაშეებიდან ყველაზე დიდი ოვაციებით ქართველ ფეხბურთელს შეხვდნენ – ეს „ფიორენტინასთან“ მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე მოხდა, სადაც ნეაპოლელებმა ჩემპიონობა აღნიშნეს.
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ პირველი მატჩი საკუთარ სტადიონზე „ფიორენტინასთან“ გამართა და 1:0 დაამარცხა. ნეაპოლელებმა ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანეს, რომელიც 74-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა შეასრულა და „ნაპოლის“ სამი ქულა მოუტანა.
34 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 83 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 17 ქულით ასწრებს. გუნდი იტალიის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
2007 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 5 ლიგაში პირველი მოთამაშეა, ვინც ე.წ. „ორმაგი დუბლი“ შეასრულა – 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
0
0