26/06/2022
11:17
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის ვადიმ სკიბიცკის ინფორმაციით, კრემლი უკრაინაში ომის დასრულების ორ თარიღს განიხილავს და ისინი რუსეთის შიდა მოვლენებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, საუბარია რუსეთში დაგეგმილ საერთო ეროვნულ არჩევნებსა და საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლის იუბილე.
სკიბიცკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში აქტიურად განიხილავენ შემდგომ მოქმედებებს, მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი წყდება. დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ კრემლში ომის დასრულება 11 სექტემბრამდე სურთ, როდესაც ქვეყანაში ხმის მიცემის პროცესი ჩატარება.
კერძოდ, რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე საუბრობს ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებაზე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, რომლებსაც ამ ეტაპზე ოკუპანტები აკონტროლებენ.
"ამ ყველაფერს ახლა რუსეთის პოლიტტექნოლოგები ამუშავებენ, მიმდინარეობს ჩვენი [უკრაინული] ტერიტორიების აქტიური შესწავლა, ასევე სოციალური სიტუაციის შესწავლა - რა გააკეთონ, მოახდინონ მათი [მიწების] ინტეგრირება თუ არა. ამ დილემის წინაშე არიან", - თქვა სკიბიცკიმ.
გარდა ამისა, სკიბიცკის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი რუსეთისთვის - 30 დეკემბერია, საბჭოთა კავშირის 100 წლის იუბილე.
"თუმცა ყველა შემდგომი მოვლენის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წარმატებას მიაღწევენ და იმაზე თუ რამდენად შევეწინააღმდეგებით ჩვენ მათი გეგმების განხორციელებაში", - აღნიშნა მან.
0
0