18/02/2022
17:01
მსოფლიო
„პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი კვლავ ამზადებს დასაბუთებას საქართველოში შემუშავებული სცენარის მიხედვით ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებისთვის. მიუხედავად იმისა, ამას განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე იქნება", - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წუხელ საოკუპაციო ძალებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე შეტევისთვის ემზადებოდნენ.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ გვაქვს განზრახული რაიმე ძალისმიერი ქმედებები მივიღოთ ლუგანსკისა და დონეცკის ან ყირიმის წინააღმდეგ. ჩვენ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით ვიმოქმედებთ და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს არ შევუქმნით . ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არ არის უკრაინა. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
0
0