01/02/2022
14:17
მსოფლიო
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ირგვლივ შიში გააძლიერა.
„შეძრწუნებულნი ვართ იმით, რომ ამერიკული მედია ბოლო დროს აქვეყნებს ძალიან დიდი რაოდენობით გადაუმოწმებელ, დამახინჯებულ და ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინასა და მის ირგვლივ. ვაშინგტონი უკრაინაში ისტერიას აღვივებს თითქმის იმ დონემდე, რომ ხალხი ჩანთებს ალაგებს და გასაქცევად ემზადება. ეს ფაქტია", - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა აშშ-ს და მის ევროპელ მოკავშირეებს „უფრო კონსტრუქციული მიდგომისკენ“ მოუწოდა და თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან სანქციების დაწესება „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
”საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურებისა და ბიზნესებისთვის ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ეს არის ღია თავდასხმა ბიზნესზე. ზოგადად, ანგლო-საქსები ევროპის კონტინენტზე დაძაბულობას მნიშვნელოვნად ამწვავებენ“, - დასძინა პესკოვმა.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა, ქვეყანა ახალ კანონმდებლობას შემოიღებს, რომლის საფუძველზეც, რუსეთის
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, კრემლთან დაახლოებული კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდება.
https://edition.cnn.com/2022/01/31/europe/ukraine-russia-latest-news-monday-intl/index.html
0
0