15/10/2024
12:04
არჩევნები 2024
2012 წელს, არჩევნების შედეგად, ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, 12 წელი ქვეყანა ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდა და ვერაფრით ხერხდებოდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, წინა ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმის არაერთი ლიდერი გასამართლდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს საზოგადოებაზე მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას და წამლავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს.
„კრიმინალური რეჟიმის არაერთი ლიდერი გასამართლდა, გარკვეული სასჯელები მოიხადეს ეგრეთ წოდებულმა ძალოვანმა მინისტრებმა, ციხის ჯალათებმა, ბიუჯეტის ქურდებმა და ბანდიტური სისტემის სხვა მსახურებმა, მაგრამ ქართული საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. კრებსითი ნაციონალური მოძრაობა, როგორც მეტასტაზი, ისევ აგრძელებს არსებობას და საზოგადოებაზე მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ეს არის ტოქსიკური პოლიტიკური ძალა, რომლის არსებობა აბინძურებს და წამლავს ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს.“ - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
0
0