24/10/2021
13:31
საზოგადოება
„გადასხმები“ არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება! ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება! ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი! და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი! კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება! კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი! კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი! არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ პაციენტს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი! პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ სჭირდება ჟანგბადი, არ სჭირდება დექსამეტაზონი! დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!“, - წერს მაია ბუწაშვილი Facebook-პოსტში.
0
0