15/07/2024
22:02
სპორტი
Corriere dello Sport-ის რედაქტორმა, ივან ზაზარონიმ რადიო Punto Zero-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ, ანტონიო კონტეს ადგილზე, „ნაპოლის“ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ გაუშვებდა.
„კონტეს ნეაპოლში ჩამოსვლა ძალიან ამაღელვებული ამბავია. ის საუკეთესოა იტალიელ მწვრთნელებში, მაგრამ „ნაპოლის“ ბოლო სეზონი ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა.
ვფიქრობ, „ნაპოლის“ დიდი პოტენციალი აქვს, კონტე კი ისეთი მწვრთნელია, ამ პოტენციალს გამოიყენებს. ამიტომ მგონია, რომ ეს კარგი კონტრაქტია. ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ, რა მოხდება ოსიმენის თავს.
საუდელები აღარ ხარჯავენ დიდ ფულს, მათ გაარკვიეს, რომელ მხარეს უბერავს ქარი და არ არიან კმაყოფილი იმ ეფექტით, რასაც ისინი იღებენ, ამიტომ მე გამოვრიცხავ არაბეთში მის გადასვლას. ოსიმენის ვარიანტებიდან მხოლოდ პსჟ დარჩა.
მნიშვნელოვანია, რომ კვარაცხელია კიდევ ერთი წელი დარჩება. მასში 100 მილიონ ევროს თუ იხდიდნენ, მას ამ თანხად გავუშვებდი, მაგრამ მე არ ვარ კონტე, რომელმაც იცის, ქართველი გუნდისთვის უფრო სასარგებლო როგორ შეიძლება გახდეს“, – დაასკვნა ზაზარონიმ.
0
0