19/01/2022
09:29
მსოფლიო
„კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ოლაფ შოლცის თქმით კი გერმანია და ნატო ელიან, რომ რუსეთი შეამსუბუქებს სიტუაციას უკრაინის საზღვარზე, მაგალითად, იქ ჯარების რაოდენობის შემცირებით. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
„აშკარაა, რომ მაღალი ფასის გადახდა მოუწევს და რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ყველაფრის განხილვა გახდება საჭირო“, - განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. დასავლეთი ირწმუნება, რომ არსებობს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისა და ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების რეალური საფრთხე. მოსკოვი კი შეჭრის გეგმას უარყოფს.
0
0