13/10/2023
12:14
ბადაგონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მეუღლეებთან ერთად, ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ალავერდში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მე-11 საუკუნის მარანი დაათვალიერეს.
უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების სახელზე, ალავერდში, უძველესი წესით, კომპანია “ბადაგონმა” ქვევრის ღვინო “საფერავი” დაამზადა.
პრემიერების სახელობის “ბადაგონის” ღვინის კასრები, ალავერდის მონასტერშია განთავსებული. ღვინის კასრებზე, ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის სახელები აწერია.
ალავერდის მონასტერში აღმოჩენილი მე-11 საუკუნის ღვინის მარანი, ღვინის კომპანია “ბადაგონმა” აღადგინა. სწორედ ამ მარანში, უძველესი ტრადიციების დაცვით, მზადდება ქვევრის ღვინო “საფერავი”. პრემიერებმა ასევე დააგემოვნეს ამავე მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო.
პრემიერ-მინისტრებმა მეუღლეებთან ერთად სამონასტრო კომპლექსი და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.
0
0