12/11/2023
18:36
ბადაგონი
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელს გიორგი სალაყაიას, საპატიო სენაკელის წოდება მიენიჭა.
გოგი სალაყაია ღვინის ლიდერი კომპანიის, „ბადაგონის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის ასევე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და სან - მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულია საქართველოში.
გოგი სალაყაიას სახელს უკავშირდება, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობა. ის ცნობილია, არაერთი საქველმოქმედო, კულტურულ - საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მხარდაჭერით. ფასდაუდებელია მისი წვლილი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ და მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებში. 2002 წლიდან, საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ბიზნესმენადაა დასახელებული. გოგი სალაყაიას სხვადასხვა წლებში, მინიჭებული აქვს ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის ლიდერის და მსოფლიო მასშტაბით, ხარისხის გარანტის ტიტულები.
“ეს არის განსაკუთრებული მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ, ამ უდიდესი ისტორიის მქონე სენაკში, სადაც ყველას, ყოველთვის გული მოგვიწევს. აქ არის სიყვარულის და მეგობრობის მაგალითი და რაც მთავარია, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის უამრავი გმირი გაიზარდა” - განაცხადა გიორგი სალაყაიამ, სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, საპატიო სენაკელის წოდება, კიდევ 15 ადამიანს მიენიჭა. მათ შორისაა, ძალოსანი ლაშა ტალახაძე.
ღონისძიება, ნოქალაქევში გაიმართა. დღეს, სენაკი სახალხო დღესასწაულს - "ეგრისობას" აღნიშნავს და დილიდან მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საღამოს, გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი საახეები იღებენ, მათ შორის: შვიდკაცა, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ალილო, ფორტე და დავით მაზანაშვილის ბენდი.
0
0