28/04/2023
14:42
კულტურა
“თავისუფალი თეატრი” მეათე მსოფლიო თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობს, რომლის პარტნიორიც კომპანია "ბადაგონია". საქართველოდან ჩასული დასი ოლიმპიადის სტუმრებს, ქართული ღვინით უმასპინძლდება.
დასმა უკვე წარადგინა ორი სპექტაკლი - “რიჩარდ მესამე” და “ოტელო”.
წლევანდელ, რიგით მეათე ოლიმპიადას უნგრეთი მასპინძლობს, სადაც სამი 3 თვის განმავლობაში ნაჩვენები იქნება თეატრალური სპექტაკლები ქვეყნის ყველა ქალაქში.
ოლიმპიადაზე მოქმედებს მთავარი პროგრამა და ღია პროგრამა. მთავარ პროგრამაში წელს 30 სპექტაკლია, ღია პროგრამაში კი - 1500-ზე მეტი.
მთავარ პროგრამაში სპექტაკლები შეირჩევა მხოლოდ ოლიმპიადის ორგ. კომიტეტის მიერ, რომელშიც შედიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები და კრიტიკოსები. სწორედ აღნიშნული კომიტეტეის გადაწყვეტილებით, “თავისუფალი თეატრი" ოლიმპიადის მთავარი პროგრამის მონაწილეა რომელიც “ბადაგონის” პარტნიორობით გახდა შესაძლებელი.
ოლიმპიადა არ არის კონკურსი, შესაბამისად, არ არის საპრიზო ადგილები, რადგან ითვლება რომ მონაწილეობა უკვე პრესტიჟულია. წლევანდელ მონაწილეთა შორის ქართული თეატრი, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ერთადერთია.
“მთავარ პროგრამაში მონაწილეობა თავისთავად უკვე ძალიან პრესტიჟულია და ამაღელვებელია, მაგრამ როცა ვხედავთ ოლიმპიადის პროგრამაში ჩვენს სპექტაკლებს, თანამედროვე მსოფლიო თეატრის ისეთი გრანდების სპექტაკლების გვერდით როგორიცაა: ტადაში სუძუკი, თეო თეროპულოუსი, კრისტოფერ მარტჰალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრი პაპაიოანოუ, ეუჯენიო ბარბა, იან ფაბრი, რომეო კასტელუჩი, დეკლან დონელანდი, კრისტიან ლუპა, ჰეინერ ჰებელსი, ატილა ვედნიანსკი, ჩვენი მღელვარება ორმაგდება, მით უფრო რომ ჩვენ ვთამაშობთ ორ სპექტალს, მაშინ როდესაც მონაწილეების დიდი უმრავლესობა წარმოადგენენ მხოლოდ თითო დასახელების სპექტაკლებს”, აცხადებენ “თავისუფალ თეატრში”.
ცნობისთვის, ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში, ქართველმა მსახიობებმა, 26 აპრილს ითამაშეს „რიჩარდ მესამე“, ხოლო 27 აპრილს - „ოტელო“.
0
0