24/10/2024
16:02
სამართალი
კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
„შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი – შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024