08/11/2024
09:24
პოლიტიკა
როგორია საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამ ეტაპზე, რას ეტყოდა ქართველ ხალხს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია პრემიერ კობახიძესთან, რომელიც ბუდაპეშტში იმყოფება და ევროპის პოლიტიკურ სამიტზე საერთო ფოტოს გადაღების დროს პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით იდგა - ამ საკითხებზე უკრაინის პრეზიდენტმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა, მისი ჩაწერა ნინო სამყურაშვილმა და სერგი ბარამიძემ პრესკონფერენციის შემდეგ შეძლეს.
"საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.
"კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ."
უკრაინის ლიდერმა 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა საქართველოს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება.
"ეს ძალიან დიდი პრობლემაა ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა"
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია რომ პაუზის მიუხედავად საქართველო მოახერხებს ევროკავშირის გზაზე წინსვლას.
"ქართველები ძალიან კარგი ხალხია, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქ მოხვდებით. თქვენ გაიმარჯვებთ." - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0