10/01/2022
19:22
პოლიტიკა
როგორც მან განაცხადა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო თავად - თბილისის რეგიონული ოფისის თავმჯდომარეობას შეითავსებს.
„გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც დღის წესრიგი, ასევე, შიგთავსიც კი, რათა ბევრად უფრო გასაგები საზოგადოებრივ-იურიდიული ფორმა გვქონდეს და საზოგადოებამ იცოდეს რისთვის ვიბრძვით.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კობა ნაყოფია დაინიშნოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ის უკვე აირჩია პოლიტსაბჭომ. პეტრე ცისკარიშვილი დამტკიცებულ იქნა პარტიის გენერალურ მდივნად და მე გარკვეული პერიოდით შევითავსებ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე განმარტებით, პარტიაში სიახლეები ამით არ დასრულებულა და მათ შორის რეგიონებში სხვადასხვა პოზიციაზე ცვლილებები გაგრძელდება.
0
0