06/01/2023
18:31
მედიცინა
„გასულ წლებთან შედარებით, არამარტო ჩუტყვავილა, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციებიც მომატებულია“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.
პედიატრის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი.
„გასულ წლებთან შედარებით, არამარტო ჩუტყვავილა, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციებიც მომატებულია. პანდემიურმა პერიოდებმა, იზოლაციიდან გადასვლამ, მეტ-ნაკლებად ეს ინფექციები გადასწია.
მომართვიანობა, რა თქმა უნდა, გაზრდილია. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული, რათა სხვები არ დაასნებოვნოს. უნდა დავამუშაოთ გამონაყარი ცინკის შემცველი მალამოებით და არა ე.წ. მწვანე სითხით „ზელიონკით“, რომელიც აქამდე იყო გავრცელებული.
ასევე, ხშირად გავრცელებულია, რომ არ შეიძლება ამ დროს ბანაობა, რა არ არის სიმართლე, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი, რადგან მეორადად არ დაინფიცირდეს სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციებით“, - აცხადებს პედიატრი.
0
0