20/05/2024
14:45
სამართალი
დავით ქაცარავამ ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წავა ექსპერტიზისთვის, ხოლო შემდეგ ექიმების დანიშნულ მკურნალობას გააგრძელებს.
ქაცარავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საპოლიციო ძალების მხრიდან იმ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც 14 მაისს, რუსთაველის გამზირზე გახდა, რის შემდეგაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა:
"მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება და რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში.
კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები. მხედველობის პრობლემაც მაქვს, ჯერჯერობით არ არის რულად აღდგენილი," განაცხადა ქაცარავამ კლინიკიდან გაწერის შემდეგ.
0
0