20/07/2022
10:15
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პოლონეთს კიდევ ერთხელ დაემუქრა. როგორც Ria წერს, კადიროვმა ისაუბრა NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის „გრანდიოზული“ გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ კიევის აღების შემდეგ პოლონეთის ჯერი დადგება.
რუსული სახელისუფლებო გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „გეგმები გრანდიოზულია“:
„ჩვენ უკვე ვმუშაობთ NATO-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმაზე და რიგში პირველი, კიევის დაკვების შემდეგ, პოლონეთია“, – ამბობს კადიროვი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კადიროვი პოლონეთს დაემუქრა. ამგვარი განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა 26 მაისსაც გააკეთა. ვიდეომიმართვაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირე აცხადებს, რომ უკრაინის საკითხი უკვე დახურულია და ახლა ის „პოლონეთითაა დაინტერესებული“.
0
0