14/04/2022
13:13
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნები იცავდნენ უკრაინის რეჟიმის სურვილს, რომ არ შეესრულებინათ მინსკის შეთანხმება.
"დასავლეთის აგრესიული ქმედებებს, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს ცდილობს გააძლიეროს საკუთარი დომინანტობა საერთაშორისო ასპარეზზე და საკუთარი პრობლემები სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების ხარჯზე გადაჭრას.
ამ აგრესიული ქმედებების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დასავლეთის გრძელვადიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ყოველმხრივ, სისტემური შეკავების შესახებ.
ამ რუსოფობიური კურსის კულმინაცია რადიკალური ნაციონალისტური კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული დევნის უპირობო მხარდაჭერაა. უკრაინას აქტიურად ითრევდნენ ნატოში, ის ყოველმხრივ ხელს უწყობდა რუსული ენის, რუსული განათლების, მედიის აკრძალვას. სინამდვილეში, უკრაინულ რეჟიმს მინსკის შეთანხმების შესრულების არავითარი ნება არ ჰქონდა, კიევი თავად ემზადებოდა ომისთვის დონეცკსა და ლუჰანსკის წინააღმდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ გამოვლინდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიური პროექტების განხორციელების გეგმას, შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით.
ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ გვეღიარებინა დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები და დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხალხის დასაცავად,"- აცხადებს სერგეი ლავროვი.
0
0