31/05/2022
19:51
მსოფლიო
ამ სენსიტიურ საკითხზე ჩვენ უნდა დაველოდოთ კომისიის ანგარიშს. ამ ანგარიშზე დაყრდნობით გვექნება დებატები ივნისში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა საკუთარ მიდგომებს უნდა გადახედოს.
„მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო საფრანგეთის მზაობის შესახებ, გააკეთოს მკაფიო სიგნალი მრავალი ქვეყნისთვის. ასევე, მინდა, ვისაუბრო მექანიზმზე, ეს არის მექანიზმი, რომელიც გაწევრიანების პროცესის შემავსებელია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს კონტინენტის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებით, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი. სწორად ამიტომ, რამდენიმე კვირის წინ მე შევთავაზე ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური ჩარჩოს პერსპექტივა, რეგულარული შეხვედრებით და სესიებით. შეკრება კონტინენტზე, რომელზეც ყველა სახელმწიფო იზიარებს ერთნაირ ღირებულებებსა და ფასეულობებს, საქმე აქვს გეოპოლიტიკასთან, სტრატეგიასთან, თავდაცვასა და ენერგეტიკასთან, ინფრასტრუქტურასა და ა.შ. მინდა, უახლოეს კვირებში დავიწყო ეს ინიციატივა“, – განაცხადა მაკრონმა.
0
0